საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3669

ფაქტი 3669

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხლეს სოფელ აკაურთის მასწავლებელის, ქეთევან ჯინჭველაშვილის განცხადება. მან ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა მასწავლებლის ადგილზე. სკოლაში სწავლა რომ არ შემწყდარიყო თვითონ მონახა მოადგილე ქეთევან მახათაძე, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც 1 წლის პრაქტიკაც ჰქონდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯინჭველაშვილისთვის მიეცათ თებერვლის ჯამაგირი, მის ადგილზე კი დროებით ქეთევან მახათაძე დაენიშნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3669; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .