1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.
წყარო: კლდე, 1918 | 6 ოქტომბერიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა