საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3687

ფაქტი 3687

1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის აზრი, რომ სასურველია, შეიძინონ ანასტასია ხოშტარიას ნაწერები. გამგეობამ დაადგინა, ანასტასია ხოშტარიასგან შეეძინათ მისი ნაწერების გამოცემის უფლება და ჰონორარის ანგარიშში მიეცათ 1000 მანეთი იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდებოდა სექციის შემუშავებულ პირობებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3687; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .