გაზეთ „კლდის“ ცნობით, 1918 წლის 12 ოქტომბერს, შაბათს კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას „ქართლის ბედის უკუღმართობა და საქართველოს ტრაგიზმი“. მოხსენების შემდეგ გაიმართებოდა მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები.

წყარო: კლდე, 1918 | 6 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა