საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3695

ფაქტი 3695

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის განათლების განყოფილების გამგე წინადადებით მიმართავს გამგეობას, შეუკვეთოს ხსენებული კავშირის სტამბას დასაბეჭდად „დედა ენა“ I ნაწილი. კავშირის განათლების განყოფილება კისრულობს წიგნის გამოცემას თავისი ქაღალდით, აწყობით, დაბეჭდვით და აკინძვით ცალი 2 მანეთად, ხოლო აუკინძავად – 1 მან. 90 კაპ. სასკოლო სექციამ დაადგინა, კორექტორი და მეთვალყურე ტერენტი წერეთელი მოელაპარაკოს საქართველოს რესპუბლიკის სტამბის განათლების განყოფილების გამგე ს. რობაქიძეს თითოეული ცალის გამოცემის დაკლებაზე, ხოლო უარის შემთხვევაში მიიღონ წარმოდგენილ პირობებში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3695; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .