1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სენაკის განყოფილების საქსოვი სახელოსნოს გამგეს 24000 მანეთი გადაუხადეს, ქსოვილების შესაძენად 60000 მანეთი გამოყვეს, ინვენტარისთვის — 10000 მანეთი, მაღაზიის ქირისთვის კი — 8000 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი