საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3704

ფაქტი 3704

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება მაღაზიის აღწერის შესახებ, რომელიც ინსტრუქციის თანახმად გასული საანგარიშო წლის დასასრულს დაკისრებული ჰქონდა კომისიას, რომელშიც შედიოდნენ: გამგეობის წევრები კალენიკე ქავთარაძე, ი. გიორგობიანი და ვარლამ ბურჯანაძე, კორექტორი ტერენტი წერეთელი. გამგეობამ საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3704; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .