საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3713

ფაქტი 3713

1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სახელმძღვანელო წიგნების შესწორების შესახებ, რომელიც დასვა თ. კიკვაძემ. ის ითხოვს დედა ენა I და დედა ენა II ნაწილი, აგრეთვე ბუნების კარის შესწორებას. გამგეობამ დაადგინა: გადაიდოს დედა ენა I ნაწილის შესასწორებლად 3000 მან. და II ნაწილის 5000 მან., ხოლო ბუნების კარის შესასწორებლად - 10000 მანეთი. დედა ენა I ნაწილი უნდა შესწორდეს ისე, რომ მოთავსდეს ერთი წლის კურსი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3713; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .