საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3751

ფაქტი 3751

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოდანახეს სკოლის მასწავლებელ ერასტი როდონაიას უწყება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის ერობა საზოგადოების სკოლის თავის გამგეობაში მიღებას დათანხმდა და ამისთვის პასუხის დეპეშით დაბრუნება ითხოვა. სკოლაში 45 მოსწავლე იყო: I განყოფილებაში – 20, II-ში – 10 და III-ში – 15. გამგეობა წინადადებას დაეთანხმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3751; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .