საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3791

ფაქტი 3791

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოქალაქე ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, მიეცეს მას იჯარით „ფიქრის გორა“ შეშის საწყობის გასამართად. კლდიაშვილი პირობას იძლევა, რომ ის ყოველ წლიურად გადაიხდის საიჯარო 1800 მანეთს. ხოლო იჯარის ვადა უნდა განისაზღვროს ცხრა წლით. გამგეობამ დააადგინა, გაეცა იჯარით „ფიქრის გორა“ არა ნაკლებ 6000 მანეთისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3791; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .