საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 38722

ფაქტი 38722

1897 წლის თებერვალში დუშეთის მაზრის უფროსის თანაშემწემ, ცისკარიშვილმა დაიწყო სოფლის მამასახლისის, ალექსანდრე ელიოზიშვილის საქმის გამოძიება. ელიოზიშვილს სოფლის ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ორმოცი თუმანი მოიპარა სასოფლო ბიუჯეტიდან. ელიოზიშვილი სამსახურიდან გადააყენეს, ათი თუმანი აპატიეს და ოცდაათი ჩამოართვეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 38722; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .