საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 40298

ფაქტი 40298

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა დაბალი სკოლების მთავარი გამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, რომელიც შეეხო აფხაზეთ-სამურზაყანოსა და მესხეთ-ჯავახეთის მაზრებს, საიდანაც წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. აფხაზეთ-სამურზაყანოში არსებობს 135 დაწყებითი სკოლა, ახალციხეში – 5, ხოლო მაზრაში – 6, ახლახანს გაიხსნა 2, სკოლები არის ქართული, სომხური, აზრებაიჯანული, ყველაზე ნაკლები სკოლა ახალქალაქის მაზრაშია. მან განაცხადა, რომ არ შეიძლება ერობების მუშაობის მიმართ საყვედური, რადგან ჯერ არ განმტკიცებულან. მთავრობამ ბევრი იმუშავა სწავლა-განათლების საქმეში, დაბალი და უმაღლესი სკოლები თავისი კრედიტებით გადასცა თვითმმართველობებს, სკოლები გააეროვნა, გამოსცა დროებითი პროგრამები, დაუმტკიცებელი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ განმარტა, რომ მიზეზი მათი მოუმზადებლობაა, აღნიშნა, რომ 1917, 1918 და 1919 წლებთან შედარებით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 21 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 40298; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .