საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 40328

ფაქტი 40328

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩიქოვანი ბათუმიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში არსებობს ორი დაწყებითი და ერთი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, არ არსებობს მასწავლებელთა კავშირი, გიმნაზია ცუდ მდგომარეობაშია, რადგან არც მთავრობა და არც ადგილობრივი საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს. სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ არაა სათანადო პირობები. გიმნაზიაში სწავლობენ მაჰმადიანებიც.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 21 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 40328; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .