საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4041

ფაქტი 4041

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ქუჩიშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. დოკუმენტს ახლავს ცნობა, რომ სალიტერატურო ფონდიდან 200 მანეთი დარჩა. გამგეობამ გადაწყვიტა ქუჩიშვილისთვის სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთი მიეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4041; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .