საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41258

ფაქტი 41258

1888 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხაშურში რკინიგზის თანამშრომლებმა გამართეს ვახშამი, რომელიც უბედურებით დასრულდა. ვახშამზე მყოფმა მექანიკოსის თანაშემწე ვოლკოვმა სამჯერ სცადა იარაღით მიეყენებინა ჭრილობა საკუთარი თავისთვის, თუმცა დამსწრე პირებმა ის სიკვდილისგან იხსნეს, მან მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა თავი. ვოლკოვის ასეთი ქცევის მიზეზი ვახშამზე მყოფი ერთ-ერთი ქალის გულგრილობა იყო მის მიმართ.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 26 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41258; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .