საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41271

ფაქტი 41271

1920 წლის 8 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან, სასამართლოს პალატის პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ ალექსანდრე ყანჩელთან, ოლქის სასამართლოს პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ მ. კანდელაკთან, ადმინისტრაციის ინსპექტორ ს. გეგელაშვილთან და სხვებთან ერთად დაათვალიერა თბილისის N 2 (მეტეხის) ციხე. მინისტრმა პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები ტუსაღებისგან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41271; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .