საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41435

ფაქტი 41435

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ბრილში არსებული სახნავ-სათესი მიწები ნ. დიასამიძემ იჯარით გადასცა ყარამან მაჭავარიანს. სოფელი მაჭავარიანს ემსახურებოდა ისე, როგორც ნ. დიასამიძეს, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მოსახლეობამ მაჭავარიანს უარი განუცხადა მუშაობის გაგრძელებაზე, აღარც მიწის გადასახადს აძლევდნენ და აღარც ტყისა, ამიტომ ის იძულებული გახდა სურამის სასამართლოში ეჩივლა მათთვის. მოსამართლე კაფაფოვმა მოიჯარე გაამართლა და გლეხებმაც აღიარეს თავიანთი დანაშაული, თუმცა მაინც ვერ გადაიხადეს მათზე დაკისრებული გადასახადი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41435; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .