1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვახტანგ იესეს ძე ლეჟავას ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, სოფელ კვალითსა და ცხრაწყაროში მდებარე ზვარი, სახნავ-სათესი და 24 დესეტინა ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
წყარო: ივერია, 1886 | 15 ნოემბერიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა