1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მახარობელ ბეჟანის ძე გაჩეჩილაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, სოფელ კვალითში მდებარე 1 დესეტინა და 180 კვადრატული საჟენი ეზო და ზვარი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 15 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა