საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42498

ფაქტი 42498

1866 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „დროებიდან” ვიგებთ, რომ შარიფ-ბეგი იყო ქართველი თავადების, ხიმშიაშვილების გვარის წარმომადგენელი. ამ გვარს და თვით შარიფ-ბეგს, როგორც ამ გვარის თავკაცს, უდიდესი გავლენა ჰქონდა აჭარაში, არტაანში, ფოცხოვში და ა.შ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შარიფ-ბეგი იყო სელიმ-ფაშას ვაჟი. სელიმ-ფაშა კი ახალციხის ფაშა იყო საუკუნის დასაწყისში.

წელი:
1866
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
დროება, 1866 | 25 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42498; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .