1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, აგარაკ უჯარმის მახლობლად მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები და 569 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა