1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ბორჩალოს მაზრაში, სოფელ სარაჩალოში მდებარე სახნავი, საძოვარი, საცხოვრებელი ადგილები, 2092 ოთხკუთხი საჟენი და 793 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა