1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ, იოსებ, ზაქარია ადამის ძე ქობულაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და თელავის მაზრაში, სოფელ კონდოლში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი ადგილები, 823 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა