საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 43144

ფაქტი 43144

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვს, ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი დიმიტრის ძე შალიკოვებსა და სალომე პანტელემონის ასულ შალიკოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ სკრაში მდებარე სახნავ-სათიბი, ხეხილიანი ვენახი, საძოვარი ადგილები, წისქვილი, 1447 დესეტინა ტყე და 2296 საჟენ მიწაზე შენობები, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 43144; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .