1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანასტასია გრიგორის ასულ კერესელიძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სოფელ ბოგვსა და ბრეთში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი ადგილები და 104 დესეტინა და 1200 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა