1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ ივანეს ძე თულაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და გორის მაზრის სოფელ ზოვრეთში მდებარე სახნავ-სათესი, სათიბი ადგილები, ტყე და 297 დესეტინა და 2003 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა