საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 43273

ფაქტი 43273

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულებაზე ამბობს, რომ საქართველოს და ამიერკავკასიის რესპუბლიკათა პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი დასავლეთ ევროპაში გარანტირებულია. ასეთ შეხედულებას ევროპაში ხელი შეუწყო არა მხოლოდ ლიბერალური და დემოკრატიული წრეების პროპაგანდამ, არამედ მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ინფორმაციამ კავკასიიდან, რომ ამ რესპუბლიკებს გააჩნდათ სახელმწიფოებრივი სიმწიფე, მაშინ როცა რუსეთში ანარქია მძვინვარებდა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 10 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 43273; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .