საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 44926

ფაქტი 44926

1919 წლის 27 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც წერდა, რომ სომხეთის მთავრობის მიერ 21 დეკემბერს სოფელ კარაგაბაზარისა და ზანგიბაზარის რაიონის მაჰმადიანთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებით და 22 დეკემბერს სოფელ სულუხანლუს განადგურებით, ასევე, მიმდინარე ბრძოლებით სოფლებში – ჩახანკერსა და კარაკიშლახში სომხეთმა მათ შორის დადებული 23 ნოემბრის ხელშეკრულება დაარღვია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 44926; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .