საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 44975

ფაქტი 44975

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული სახალხო მასწავლებლის, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძის დაკრძალვაზე სოფელ ლახუნდარაში სიტყვა წარმოთქვეს: კონსტანტინე დავითის ძე ანთაძემ კომიტეტის სახელით, მასწავლებლებმა ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძემ, გიორგი მინას ძე აბაშიძემ და ქალაქის თვითმმართველობიდან – კ. ბუაჩიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 44975; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .