საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 45498

ფაქტი 45498

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მამულები არ ჰქონდა, არც დიდ ქონებას ფლობდა და მაინც შეძლებისდაგვარად ოჯახს არჩენდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მას დააკისრეს სკოლის ფონდისთვის 50 ლარის გადახდა, რასაც აუცილებლად გადაიხდიდა კეთილი საქმისთვის და თუ საჭირო გახდებოდა უკანასკნელ ჩოხასაც კი გაყიდდა.

წელი:
1886
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1886 | 9 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 45498; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .