საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46114

ფაქტი 46114

1920 წლის 4 იანვრის გაზეთში „საქართველო“ გ. გ. ბერიძე იუწყება, რომ ადგილობრივი გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ჩამოვიდა ფირმა „კოსმოს ტრედინგ კ-ო ლიმიტედის“ წარმომადგენელი კაპიტანი სკოტი, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან სკოტი არასდროს ყოფილა ფირმის წარმომადგენელი. ის თბილისში იმყოფებოდა როგორც კურიერი, საზოგადოების გამგეობისგან საჭირო დოკუმენტაციის მისთვის გადასაცემად. ინგლისის აქციონერული საზოგადოების „კოსმოს ლიმიტედის“ მთავარი ბიუროს მისამართი იყო ბარონის ქუჩა N15.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 4 იანვარი *

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46114; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .