საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46166

ფაქტი 46166

1888 წლის 17 თებერვალს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა „ცენტრალ სასტუმროს“ გადაწვის საქმე. ბრალდებულები იყვნენ ლევან ორახელაშვილი და მისი მეუღლე ანნა ალავიძე. საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ინციდენტის დღეს ორახელაშვილმა სასტუმროს დარაჯი გაგზავნა თავის მეუღლის მოსაყვანად, თავად კი ამ დროს დარაჯის ოთახში შევიდა და ცეცხლი გააჩინა, რომ არა იქვე მცხოვრები პირი სასტუმროც და მასში მყოფი ადამიანებიც ერთიანად დაიწვებოდნენ. სასამართლომ ორახელაშვილი დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა, ხოლო მისი მეუღლე გაამართლა.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
ივერია, 1888 | 20 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46166; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .