საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46708

ფაქტი 46708

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი პართენ გოთუა გადასახადების მატებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სკითხად მიიჩნევდა. რადგან ორი გადაწყვეტილება – სატარიფო პალატისა და დამფუძნებელი კრებისა ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ქალაქის გამგეობის აზრიც გაყოფილი იყო. (ბიუჯეტი 7 მილიონამდე თანხაზე დგებოდა, რასაც საფინანსო კომისიას უნდა შეჰკითხვოდნენ). ხმოსნები ითხოვდენენ საკითხის საფინანსო კომისიისთვის განსახილველად გადაცემას, რომელსაც უახლოეს ვადაში უნდა წარმოედგინა თავისი მოსაზრება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46708; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .