1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ დავითის ძე გაბაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ საგაბაშვილოსა და თხინვალში მდებარე სახნავ-სათიბი ადგილები, 178 დესეტინა და 2011 საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა