1933 წელს საქართველოს კპ (ბ) ტყიბულის რაიკომმა საგანგებო სხდომაზე პარტიული დავალებისადმი აშკარა ოპორტუნისტული დამოკიდებულებისა და პარტიის დირექტივების უგულებელყოფისათვის პარტიიდან გარიცხა, სამართალში მისცა და სამუშაოდან მოხსნა ხრესილის სოფლის საბჭოს თავჯდომარე გოჩელაშვილი და პარტუჯრედის მდივანი კასრაშვილი. განცხადება გამოსცა ტყიბულის რაიკომის მდივანმა, კოჭლამაზაშვილმა.

წყარო: კომუნისტი, 1933 | 3 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა