საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4873

ფაქტი 4873

1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართული საზოგადოების კრების მიერ მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან პირველი არის, რომელიც უკავშირდება სომხის გიმნაზიის მოთავსებას წმ. ნინოს სასწავლებელში. კრებამ დაადგინა, რომ ეთხოვოს განათლების მინისტრს სომხების გიმნაზიისთვის გამოინახოს სხვა შენობა და არა წმ. ნინოს სასწავლებელი იმ მოსააზრებით, რომ წმ. ნინოს სასწავლებლის შენობა და მთელი მისი კარმიდამო შეადგენს ძვირფას განძს, რომლის შენახვასა და დაცვას მუდამ უნდა სცდილობდეს საზოგადოება. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ. ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4873; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .