საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4877

ფაქტი 4877

თელავის სომხური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის (1918 წლის 7 ნოემბერს) 26 ოქტომბრის N22-ით მიწერილი წერილის პასუხად აცნობეს, რომ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგის განკარგულებით, ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული არ იციან მიღებულ იქნან გიმნაზიაში ერთი წლის ვადით მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი უეჭველად მოემზადებიან მშობლიურ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის. ხელს აწერდნენ: კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ბერძნიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4877; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .