1949 წლის 14 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს 9 სექტემბრამდე გამოქვეყნებული „პრავდა“ და „იზვესტია“ გაუგზავნა. მისწერა, რომ მადრიდში გასამგზავრებლად ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისგან ვიზის მიღებას ელოდა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1949 | 14 სექტემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი