საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 505

ფაქტი 505

1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული რაზმის უფროსმა კედიამ დაატუსაღა ყალბი ფულის მომჭრელნი: ანტონ ხითაროვი და ფილიპე ნიკოლეიშვილი, რომელთაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდათ ყალბი ბონები და ქაღალდი მათ დასამზადებლად. დაკავებულებმა არ აღიარეს, სად იყო ყალბი ფულის დამამზადებელი მანქანა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 505; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .