საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5104

ფაქტი 5104

1920 წლის 17 მაისს მასწავლებელმა სამსონ ნუცუბიძემ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს მისწერა, რომ არანაირ შეიარაღებულ გამოსვლებსა და მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციებში მონაწილეობა არ მიუღია. იგი უდანაშაულოდ იყო დატუსაღებული, როგორც ბოლშევიკი, რის გამოც მთავრობის განკარგულების თანახმად სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსონ ნუცუბიძემ პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა ეშუამდგომლათ მისთვის შესაბამის უწყებასთან, რათა სამსახურში დაებრუნებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5104; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .