საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5131

ფაქტი 5131

1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგ თ. კიკვაძის განცხადება „დედაენის“ შესწორების შესახებ. სახელმძღვანელოს ორივე ნაწილის შესწორებაზე 1-ლი ნოემბრიდან მუშაობდა 6 კაცი: მეთოდე კაკაბაძე, ილია გიგია, ფილიპე მგელაძე, გიორგი ჭუმბურიძე, ვარლამ ბურჯანაძე და თევდორე კიკვაძე. დადგენილების თანახმად, „დედაენის“ შესასწორებლად გადადებული იყო 170000 მანეთი აქედან 60000 მანეთი უნდა მიეცეს ჰონორარად ზემოხსენებულ ექვს პირს, თითოეულს მათგანს უნდა ეძლიოს თვეში 2000 მანეთი. გამგეობამ დაამტკიცა ეს საკითხი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5131; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .