საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5148

ფაქტი 5148

განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს მოხსენებაში მინისტრთა საბჭოსადმი – რესპუბლიკაში არაქართველ მოქალაქეთა სწავლა-აღზრდის მოწესრიგების საკითხზე – ხაზგასმულია, რომ სკოლების რეორგანიზაციას ხელს უშლის არაქართველ მოწაფეთა მდგომარეობის გაურკვევლობა. სურთ თუ არა არაქართველ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეთ, შვილები იმ სასწავლებლებში დატოვონ, რომლებში სწავლებაც დედაენაზე იქნება, სამინისტროს ანკეტირების მიხედვით, თითქმის არავის უნდა საქართველოს მოქალაქეობა, ამავე დროს, დაჟინებით ითხოვენ, მთავრობამ გაუხსნას სრულუფლებიანი სკოლები სახელმწიფო ხარჯით. მინისტრთა საბჭომ უნდა გაარკვიოს, რა უფლებებს ანიჭებს სახელმწიფო არაქართველ მოქალაქეებს სწავლის საქმეში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5148; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .