1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის კონსულმა მილიციას განუცხადა, რომ 25 მაისს სადგურიდან ბინაზე ბარგის გადატანის დროს მოჰპარეს 20000 მანეთად ღირებული ჩემოდანი. ეჭვის საფუძველზე შეიპყრეს ი. სიხარულიძე და მეტრეველი.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 5 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა