საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5419

ფაქტი 5419

1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მინა კოპალეიშვილის თხოვნა მისი კუთვნილი ფულის (სამტრედიის კიოსკში ნამსახური 11900 მანეთი) მიცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ეს ფული კოპალეიშვილისთვის სამტრედიის ქალაქის გამგეობას 15 ნოემბერს უნდა მიეცა, მაგრამ დღემდე არ გაუსტუმრებია. გამგეობამ საზოგადოების ვექილ კირილე ნინიძეს ამ საქმის გარკვევა დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5419; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .