1918 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექცია საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვდა, რადგან მოსალოდნელი იყო საშუალო სასწავლებელთა ახალი შტატის შექმნა, რომლის მიხედვითაც საქმის მწარმოებელს ენიშნებოდა ხუთწლიანი დამატება, მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქმის მწარმოებლისთვის, ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძისთვის ჩაეთვალათ სხვა უწყებაში ნამსახურეობის დრო – 1896 წლის 1 სექტემბრიდან (გამოკლებული აქვს წელი; რომლის განმავლობაში არსად არ მსახურობდა). გიმნაზიაში არ იყო საქმის მწარმოებელი მიმდინარე წლამდე, რის გამოც კანცელარია არ იყო მოწყობილი, ვლადიმერ აბაშიძემ მოკლე დროში (1918 წლის 1 სექტემბრიდან) კანცელარია სრულებით მოაწესრიგა და ბეჯითად მუშაობდა, რისთვისაც მთავრობის ყურადღების ღირსი იყო.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი