საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5544

ფაქტი 5544

პატივცემულო ძმაო ვასილი ! ამა ვექილობითა გთხოვთ გამოცხადეთ სადაც და ვისთანაც არის და მიიღოთ იმ ზარალის ფულები, რომელიცა მომივიდა მე ქალაქ ბაქოში ოსმალების ურდოების შემოსევის დროს , ზარალის რაოდებობა ჩემს მიერ გადაგზავნილი არის ქალაქ ბაქოში ქართულ სკოლაში. მიღებისთანავე ფულებისა , მოაწერთ ხელს და გარდმომიგზავნით მე, ერთი სიტყვით სრულიად მოგანდობთ იმოქმედეთ ამ საგანზე ვითარცა მე პირადად და ამა ვექილობითა კანონიერად მოიმოქმედებთ მანდა. არავითარ საჩივარს არ ავღძრავ და სრული კმაყოფილი დავრჩებით. ვექილობა ესე ეკუთვნის დროებით მცხოვრებს ქალაქ თბილისშიდ ვასილი ფარსადანის ძე ჭარბაძეს ესტატე ჭარბაძე საკუთარ ხელის მოწერას ესტატე ფარსადანის ძე ჭარბაძე ვამოწმებ ხელის მოწერითა ჩემითა და დასმითა სათანადო ბეჭდისათა, ოქტომბრის „14“ დღესა 1919 ხვანჭკარის საზოგადოების კომისარი მახალდიანი


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5544; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .