საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5570

ფაქტი 5570

1919 წლის 21 იანვარს განათლების სამინისტრო ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძეს გასული წლის 19 დეკემბრის N96 წერილის პასუხად სწერდა, რომ ვლადიმერ აბაშიძეს მთელი სამსახური ჩაეთვლება პენსიისთვის იმ შემთხვევაში, თუ მას შეტანილი აქვს ან შეიტანს სათანადო პროცენტებს მიღებული ჯამაგირიდან საპენსიო ფონდისთვის ხაზინაში. ხუთწლეულების დამატება კი ჩაეთვლება მხოლოდ შტატების სამსახურიდან. ამის შესახებ ცნობების დაუყოვნებლივ სამინისტროში წარდგენას სთხოვდნენ. ხელს აწერენ: მთავარგამგე ნათაძე და საქმის მწარმოებელი აბესაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5570; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .