საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5616

ფაქტი 5616

1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენებაში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ქართველ სტუდენტთა გერმანიაში გამგზავრების შესახებ უმაღლესი სწავლის დასამთავრებლად აღნიშნავდა, რომ ამას წინ უნებართვოდ თავისუფალი მოგზაურობის შეუძლებლობა ეღობებოდა. თუ ნებართვა დროზე არ იქნებოდა გაცემული, კურსდამთავრებულები იძულებულნი გახდებოდნენ 1919 წლამდე საქართველოში დარჩენილიყვნენ, ამიტომ შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, სასწრაფოდ აღძრულიყო შუამდგომლობა, რათა გერმანიის მთავრობას 100 ახალგაზრდისთვის მოგზაურობის ნება დართო და ხელი შეეწყო უმაღლეს სასწავლებლებში მათი მიღებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5616; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .