1919 წლის 8 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკა“ იუწყებოდა, რომ თბილისში არსებული თევზაძისეულ ქალ-ვაჟთა კერძო გიმნაზიის მოწაფეთა გამოცდებზე დასწრება, მათი წარმატებისა და, საერთოდ, სკოლის მდგომარეობის შეფასება სერგი დანელიამ მიანდო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს, ილარიონ ლორთქიფანიძეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 8 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა