1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება საქართველოს ბანკის ორგანიზაციის შესახებ. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე კ. კანდელაკი სამინისტროში მიმდინარე საქმეებიდან გაათავისუფლეს და მიანდეს სახელმწიფო ბანკის ორგანიზაციისთვის მუშაობა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი